შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველის სამსახურის წარმომადგენლებთან
5 ნოემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები გვესტუმრნენ.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას აღნიშნული სამსახურის საქმიანობის შესახებ, ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა:
სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება;
მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მნიშვნელობა;
სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და სხვა
აქტუალური საკითხები.
მადლობას ვუხდით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა და მათ წარმომადგენლებს, საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის.



