სტუმრად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
ჩვენი სკოლის IX და X კლასის მოსწავლეები ეწვივნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს!
შეხვედრის ფარგლებში მათ ისაუბრეს, რატომ არის მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციის დაცვა, რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს ონლაინ სივრცეში და როგორ უნდა მოიქცნენ, რომ დაიცვან საკუთარი მონაცემები.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ განხილვაში, დასვეს კითხვები და რეალური მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიგეს, როგორ დაიცვან საკუთარი მონაცემები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მადლობას ვუხდით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის! ![]()
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service
#სკოლალილე#პერსონალურიმონაცემები#მონაცემებისდაცვა


