სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები
ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე, XI-XII კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, დაფინანსების წყაროებისა და შესაძლებლობების შესახებ.
ასეთი ტიპის შეხვედრები მოსწავლეებს ეხმარებათ სწორად დაგეგმონ მომავალი და შეარჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი.


