სკოლა „ლილეში“ eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი მიმდინარეობს!
სკოლა „ლილეში“ eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი მიმდინარეობს!
ჩვენს სკოლაში აქტიურად ხორციელდება eTwinning-ის პროგრამა „Speak-Up Sessions: Teens Across Borders“, რომელშიც ჩართული არიან VIII–XI კლასის მოსწავლეები.
eTwinning-ის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებს: თურქეთიდან, ლიეტუვიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან.
ისინი ერთად განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: კულტურული იდენტობა, სასკოლო ცხოვრება, ციფრული სამყარო, მომავლის პროფესიები და სხვა.
პროექტის პირველი შეხვედრა წარმატებით ჩატარდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ რუმინელ თანატოლებს და მეგობარ სკოლას გააცნეს საქართველოს კულტურა და ტრადიციები.
პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეებში:
ინგლისური ენის სასაუბრო უნარების განვითარება;
კომუნიკაციის გაძლიერება;
ციფრული უნარების გაუმჯობესება.
ჩვენი სკოლის eTwinning-ის გუნდს ხელმძღვანელობს სკოლის არაფორმალური განათლებისა და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი – სოფო ბოლქვაძე.
——————-
eTwinning International Project at School Lile
School Lile is actively implementing the eTwinning program “Speak-Up Sessions: Teens Across Borders”, involving students from Grades 8–11.
Within the framework of the eTwinning project, our students meet online with peers from Turkey, Lithuania, Romania, and Poland. Together, they discuss topics such as cultural identity, school life, the digital world, future professions, and other relevant issues.
The first project meeting was successfully held, during which our students met with their Romanian peers and introduced them to Georgian culture and traditions.
The main objective of the project is to support students in developing:
English speaking skills;
communication skills;
digital competencies.
The eTwinning team at School Lile is led by Sopho Bolkvadze, Head of Non-Formal Education and International Projects.
#სკოლალილე#არაფორმალურიგანათლება#privateschoollile#eTwinning#internationalproject#nonformaleducation