სკოლა „ლილეში“ 30-ე საიუბილეო სასწავლო წელი დაიწყო!
გილოცავთ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ ეს წელი სავსე იყოს ახალი აღმოჩენებით, წარმატებებითა და დაუვიწყარი მომენტებით.
გვეამაყება, რომ უკვე 30 წელია ვზრუნავთ თაობების განათლებაზე.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.
წარმატებულ 2025-2026 სასწავლო წელს გისურვებთ!







