Logo Loading

Enter your keyword

post

სკოლა ლილემ პარიზის გაეროს მოდელირების კონფერენციაზე Outstanding Delegation (გამორჩეული დელეგაცია) ჯილდო მოიპოვა!

სკოლა ლილემ პარიზის გაეროს მოდელირების კონფერენციაზე Outstanding Delegation (გამორჩეული დელეგაცია) ჯილდო მოიპოვა!

🎉 სიამაყითა და სიხარულით გიზიარებთ, რომ სკოლა „ლილემ“ პარიზის გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე Outstanding Delegation (გამორჩეული დელეგაცია) ჯილდო მოიპოვა! 🎉

👉 ეს ტიტული ენიჭებათ იმ დელეგაციებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი დონის მომზადებით, ძლიერი არგუმენტაციით, აქტიური ჩართულობით და დიპლომატიური უნარებით. უზარმაზარი კონკურენციის ფონზე, ეს გამარჯვება ჩვენი მოსწავლეებისთვის მართლაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მიღწევაა!

🏅ასევე, განსაკუთრებით საამაყოა, რომ Honourable Mention (საპატიო აღნიშვნა) მიიღო ჩვენი სკოლის მოსწავლემ – გეგი მწარიაშვილმა!

👉 ეს ჯილდო ეძლევათ მონაწილეებს, რომლებმაც კომიტეტის მუშაობაში გამოავლინეს განსაკუთრებული აქტიურობა, მაღალი აკადემიური მზადყოფნა და გამორჩეული საჯარო გამოსვლის უნარი.

🇬🇪 ასეთი წარმატებები გვარწმუნებს, რომ „ლილეში“ იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან მსოფლიო ასპარეზისთვის, თამამად უპირისპირდებიან საერთაშორისო კონკურენციას და ღირსეულად წარმოაჩენენ როგორც სკოლას, ისე ჩვენს ქვეყანას.

✨ ჩვენი დელეგაცია საქართველოში დაბრუნდა ახალი გამოცდილებებით, ახალი უნარებითა და კიდევ უფრო დიდი მოტივაციით!

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვებას და ვუსურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას მომავალ საერთაშორისო ასპარეზზე! 💛🌏

#სკოლალილე#LileSchool#MUNParis#OutstandingDelegation#HonourableMention#გაეროსმოდელირება#ქართულიდიპლომატია