საჯარო გამოსვლის კონკურსის პირველი ეტაპი
სკოლა „ლილეში“ გაიმართა საჯარო გამოსვლის ხელოვნების კონკურსის პირველი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს VII, VIII და IX კლასების მოსწავლეებმა.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამოუკიდებლად შეერჩიათ თემები და თავიანთი მოსაზრებები წარედგინათ ჟიურისთვის. გამოსვლები შეფასდა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც შინაარსობრივ სიღრმეს, ასევე გამოსვლის სტილსა და პრეზენტაციის უნარებს.
კონკურსი მიზნად ისახავს მოსწავლეებში საჯარო კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნებისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებას.
ფინალურ ეტაპზე გადასული მონაწილეები კვლავ წარსდგებიან ჟიურის წინაშე, ხოლო გამარჯვებული მოსწავლე მიიღებს 20%-იან საგრანტო დაფინანსებას 2025–2026 სასწავლო წლისთვის.








