საშობაო ბაზრობა სკოლა „ლილეში“
22 დეკემბერს სკოლა „ლილეში“ გაიმართება საშობაო ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების ხელით შექმნილი ნივთები.
თითოეული ნამუშევარი სიკეთის იდეას ატარებს, რადგან ბაზრობიდან შემოსული თანხით მოსწავლეები დაეხმარებიან მოხუცებულთა თავშესაფარს.
ერთად შევქმნათ დღესასწაული, რომელიც სიხარულთან ერთად სიკეთის გაზიარებასაც ემსახურება.
გელოდებით 22 დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე!