საინიციატივო ჯგუფის საპრეზიდენტო არჩევნები!
წარმატებით დასრულდა საინიციატივო ჯგუფის საპრეზიდენტო არჩევნები!
ხუთმა კანდიდატმა წარადგინა საკუთარი ხედვები პრეზენტაციის ფორმატში – იდეებითა და გეგმებით, რომლებიც მოსწავლეთა ჩართულობასა და სკოლის ცხოვრების განვითარებას ემსახურებოდა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და პასუხისმგებლობით დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.
საინიციატივო ჯგუფის პრეზიდენტად არჩეულ იქნა მე-11 კლასის მოსწავლე – ნიკოლოზ ჯავახიშვილი!
გილოცავთ, ნიკოლოზ! გისურვებთ წარმატებებს, ინიციატივებით სავსე და შედეგიან სასწავლო წელს! ![]()
მადლობა თითოეულ კანდიდატს აქტიურობისა და მონდომებისთვის!
#სკოლალილე#საინიციატივოჯგუფი#მოსწავლეთაარჩევნები#ახალილიდერი#ლიდერობა#ინიციატივა#ჩართულობა





