საერთაშორისო გამოცდილება ჩვენი სკოლის მასწავლებლებისთვის!
სალომე პერტაია და სოფო ბოლქვაძე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 27 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით მონაწილეობენ ერთკვირიან ტრენინგში, რომელიც გაიმართება ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, რუმინეთში.
ტრენინგის თემაა პრევენციული განათლება და ადიქციის პრევენცია ახალგაზრდებში.
მასწავლებლები გაეცნობიან ეფექტური პრევენციული განათლების მიდგომებს, შეისწავლიან დამოკიდებულებების განვითარების ციკლს და საერთაშორისო პრაქტიკებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას და მხარდაჭერას.
ეს შესაძლებლობა აძლიერებს ჩვენს სკოლაში პრევენციული განათლების განვითარებას და ხელს უწყობს მასწავლებლების პროფესიულ ზრდას.
განსაკუთრებული მადლობას ვუხდით ProActive Group Georgia-ს მხარდაჭერისთვის!
