საბუნებისმეტყველო კვირეული ჩვენს სკოლაში!
საბუნებისმეტყველო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ცოდნასა და სისწრაფეში.
კითხვები მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკასა და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებს.
მოსწავლეებმა არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ლოგიკა და ანალიზის უნარი გამოავლინეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
მადლობა ყველა მონაწილესა და პედაგოგს ამ შესანიშნავი აქტივობისთვის!





