პრაქტიკული სამართლის კურსი ix-xi კლასის მოსწავლეებისთვის
IX -XI კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყო პრაქტიკული სამართლის კურსი, რომელიც ორგანიზებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
კურსის ფარგლებში, ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტები მოსწავლეებს ჩაუტარებენ 12 ლექცია-სემინარს ისეთ საკითხებზე როგორებიცაა:
დემოკრატია;
კონსტიტუცია;
სისხლის სამართალი;
კერძო სამართალი;
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი;
არასრულწლოვანთა უფლებები.
მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის.


