მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები
მოსწავლეთა თვითმმართველობა ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, აძლევს მოტივაციას განახორციელონ პროექტები და გამოიჩინონ ინიციატივები სხვადასხვა აქტივობაში.
თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი სამუშაო პროგრამები, რის შემდეგაც გაიმართა ხმის მიცემის პროცედურა.
ხმათა უმრავლესობით თვითმმართველობის პრეზიდენტი გახდა მე-10 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
ვულოცავთ ნიკოლოზს ამ წარმატებას და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ