მედიაწიგნიერების კვირეული დასრულდა.
პროექტის ბოლო ეტაპზე IX, X და XI კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა კონფერენცია.
მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატის როლი და იდებატეს თემაზე – “ომი და მედია”.
კონფერენცია ჩატარდა გაეროს მოდელირების მსგავსი ფორმატით.
მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა ორი გამარჯვებული ნომინაციაში – “საუკეთესი დელეგატი” და გადასცა სიმბოლური პრიზები.
მადლობას ვუხდით კვირეულის ორგანიზატორს, ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ქალბატონ სოფო ბოლქვაძეს.







