კიბერუსაფრთხოება ციფრულ სამყაროში
ციფრული ცხოვრება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია! სწავლა, კომუნიკაცია და გართობა დიდწილად ონლაინ სივრცეში მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, კიბერუსაფრთხოების ცოდნა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!
VIII და X კლასის მოსწავლეებისთვის, პროექტი „სამოქალაქო განათლების“ ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი „კიბერუსაფრთხოება“, რომელსაც Cyber Sensei -ს ტრენერები უძღვებოდნენ.
ტრენინგზე მათ გაიგეს:
როგორ დაიცვან საკუთარი მონაცემები;
როგორ ამოიცნონ ონლაინ საფრთხეები;
როგორ მოიქცნენ პასუხისმგებლობით ციფრულ სამყაროში.
მადლობა Cyber Sensei -ს გუნდს საინტერესო და პრაქტიკული შეხვედრისთვის!
#სკოლალილე#კიბერუსაფრთხოება#cybersensei#ტექნოლოგიები#პროეტები#არაფორმალურიგანათლება#სამოქალაქოგანათლება



