ინტელექტუალური თამაში – „ტვინების ბრძოლა“
„ტვინების ბრძოლა“-ჩვენს სკოლაში!
დღეს ჩვენს სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის – „ტვინების ბრძოლა“ – შიდა შესარჩევი ტური.
მონაწილეობდნენ III და IV კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარები.
დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც ჩვენი სკოლის სახელით საქალაქო პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს მათი შრომისა და შესანიშნავი თამაშისთვის!
ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებას მომდევნო ეტაპზე!





