ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სკოლა „ლილეს“ წარმომადგენლობამ ჩაატარა ვორქშოპი თემაზე: „Alphabet & ქართული ანბანი — კულტურათა დიალოგი დროში“.
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სკოლა „ლილეს“ წარმომადგენლობამ ჩაატარა ვორქშოპი თემაზე: Alphabet & ქართული ანბანი – კულტურათა დიალოგი დროში.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო წერითი კულტურის მნიშვნელობა, ანბანების ისტორიული განვითარება და ქართული ენის ადგილი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბარბარიზმების თემას, ციფრული ეპოქის დადებით და უარყოფით მხარეებს, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პროცესებს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის V სკოლისა და ოდიშის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ღონისძიების სპიკერები იყვნენ: ნანა ჯალაღონია, ლიკა ბედოშვილი და ზაიკო ჯუღელი.
მადლობას ვუხდით ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას მასპინძლობისთვის.
#სკოლალილე#ქართულიანბანი#არაბარბარიზმებს#ქართულიენა




