ერთდროული თამაში ფიდეს ოსტატთან!
27 ოქტომბერს, ესტეთიკური კათედრის კვირეულის ფარგლებში, ჩვენს სკოლას ესტუმრა ფიდეს ოსტატი, ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული ნიკა ჩხაიძე.
სტუმარმა ჩაატარა ერთდროული თამაშის სეანსი II–IV კლასის მოსწავლეებთან.
მოსწავლეებმა თავდაჯერებულად და ღირსეულად გაუწიეს წინააღმდეგობა ოსტატს, აჩვენეს ლოგიკური აზროვნება, სტრატეგიული ხედვა და დიდი ინტერესი ჭადრაკის მიმართ.
აქტიურ მონაწილეებს ფიდეს ოსტატთან ღირსეული წინააღმდეგობისთვის სერტიფიკატები და მედლები გადაეცათ, ხოლო ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის გახდა დასამახსოვრებელი და ინსპირაციული გამოცდილება.
მადლობა ბატონ ნიკას სტუმრობისა და საინტერესო თამაშისთვის! ![]()
#სკოლალილე#ჭადრაკი#ნიკაჩხაიძე#საგანმანათლებლოაქტივობა#ChessDay#ფიდესოსტატი#FIDE#კათედრისკვირეული





