დაზოგვის თამაში
ჩვენს სკოლაში ჩატარდა დაზოგვის თამაში, ეროვნული ბანკისა და გერმანული დაზოგვის ფონდის ერთობლივი პროექტი ![]()
თამაში წარმოადგენს გუნდურ აქტივობას, სადაც მოსწავლეები „მჭედლიძეების ოჯახის“ 21-წლიან ისტორიას ეცნობიან და რეალური ამოცანების საფუძველზე იღებენ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. ![]()
მონაწილეებმა უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მჭედლიძეების ოჯახის ფინანსურ სტაბილურობას გააუმჯობესებს და ცხოვრების დონეს აამაღლებს.
ეს იყო პრაქტიკული გამოცდილება, რომელმაც მოსწავლეებს პასუხისმგებლიანი დანაზოგის, გონივრული დაგეგმარებისა და ფინანსური განათლების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაანახა. ![]()
#სკოლალილე#ფინანსურიწიგნიერება#ფინანსურიგანათლება#schoollile






