სტუმრად მსახიობი კახა კინწურაშვილი!
ჩვენს სკოლას ყველასათვის საყვარელი და ნიჭიერი მსახიობი, კახა კინწურაშვილი ესტუმრა.
შეხვედრის ფარგლებში მან მოსწავლეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა იმ გზაზე, რომელმაც ქართულ სცენასა და შემოქმედებით წარმატებამდე მიიყვანა.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მიეღოთ უშუალოდ მსახიობისგან. ![]()
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ავტოგრაფები აიღეს და სტუმართან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ![]()
სკოლა „ლილე“ მადლობას უხდის კახა კინწურაშვილს საინტერესო, გულწრფელი და შთამაგონებელი შეხვედრისთვის! ![]()
#სკოლალილე#აღმოაჩინეშესაძლებობები#კახაკინწურაშვილი#მსახიობი#თეატრი#არაფორმალურიგანათლება





